ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს, ბოლნისის მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლ ქალბატონებს, კომუნალური მეურნეობის სამსახურის მეეზოვეებს, საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბოლნისის რაიონული სამსახურის მორიგე ბრიგადის თანამშრომლებს და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და სიმბოლურად ყვავილები გადასცა.

“მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ქალბატონებს მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისთვის და კეთილდღეობა უსურვა.

ასევე, მერიის წარმომადგენლებმა 8 მარტი სათნოების სახლის ბენეფიციარებსა და პერსონალს მიულოცეს”, – წერია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები