ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს გამოკვლეული 86 ანალიზიდან 45-ის პასუხი ცნობილია, საიდანაც კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საავადმყოფოს ადმინისტრაცია ადასტურებს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ორივე მცირეწლოვანია და ისინი ე.წ თეთრიწყაროს კლასტერს მიეკუთვნებიან.

“სულ 86 პირის ბიოლოგიური მასალის კვლევა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ცნობილია 45 პირის პასუხი, საიდანაც სამწუხაროდ, ორს დაუდასტურდა. ანაკლიის საკარანტინე სივრციდან სამი ანალიზი იყო მოტანილი, დედის და ორი შვილის, აქედან, ორივე მცირეწლოვანს დაუდასტურდა, დედას არა. ისინი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს წარმოადგენენ”,- აცხადებენ კლინიკაში.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის  604 დადასტურებული შემთხვევაა,მათ შორის გამოჯანმრთელებულია 240, ხოლო გარდაცვლილი 9.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები