შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციას არ აახლებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი Live” ის დოკუმენტები წარმოადგინა, რომელიც საქართველოს შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდზეა განთავსებული და რომელიც 2024 წლის შემდეგ არ განახლებულა. დოკუმენტში პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მოხსენიებული, საგარეო საქმეთა მინისტრად კი – ილია დარჩიაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნულს მდაბიო საქციელს უწოდებს.
„ეს არის მონაცემები საქართველოს შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან, პრეზიდენტად გვიწერია სალომე ზურაბიშვილი. გუშინ ამბობდა [გერმანიის ელჩი], რომ საგარეო საქმეთა მინისტრს მიუნხენის კონფერენციაზე მოწვევა გადავეცითო, მისი სამინისტროს ვებ-გვერდზე კვლავ ილია დარჩიაშვილია საგარეო საქმეთა მინისტრად მოხსენიებული. თქვენ გგონიათ, რომ რომელიმე ვებადმინისტრატორს დაავიწყდა? აი, ეს არის რუსეთის შესახებ ინფორმაცია, რომლის აქტუალიზება 2025 წლის შემოდგომაზე მოხდა ანუ რუსეთის აქტუალიზება არ ავიწყდებათ 6 თვეში ერთხელ და საქართველო დაავიწყდა ვებადმინისტრატორს? ასეთი მდაბიო საქციელი როცა არის გერმანიის ოფიციალური ინსტიტუტის მხრიდან საერთოდ რა უნდა თქვა ამაზე? აი, ასეთ მდაბიო საქციელს როცა კადრულობს საგარეო საქმეთა სამინისტრო, გერმანიის ელჩი ინტერვიუებს ხომ იძლევა, თქვას რას დავაბრალოთ, „აიტიშნიკს“? რა არის ეს თუ არა წვრილმანი მდაბიო საქციელი“, – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.