ბოლნისის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ზაბახიძემ, მერის მოადგილე თურალ ვალიევთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ჭაპალაში, მწყნეთსა და რაჭისუბანში შეხვედრები გამართა.
“შეხვედრისას ადგილობრივებმა დასახლებებში არსებული საჭიროებები დაასახელეს, რის საფუძველზეც ერთობლივად შეირჩა 2026 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები.
აღსანიშნავია, რომ საერთო კრებები და კონსულტაციები მუნიციპალიტეტის 2 დაბასა და 45 სოფელში გაიმართება,”- წერია ინფორმაციაში.