ეპშტეინის თანასაკნელი: მთავრობამ ის დაუცველ საკანში განზრახ დატოვა

ნიკოლას ტარტალიონე, ყოფილი პოლიციელი და ჯეფრი ეპსტაინის თანასაკნელი, აცხადებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ ეპშტეინი უსაფრთხოების მინიმალური ზომებით საკანში განზრახ დატოვა.

ტარტალიონეს აზრით, ეპშტეინის უსაფრთხოება შესაძლოა, იმისთვის დაირღვა, რომ მას სასამართლომდე ვერ მიეღწია.

როგორც ტარტალიონე მის მიერ დაწერილ 21-გვერდიან შეწყალების პეტიციაში ამტკიცებს, აქვს მტკიცებულება იმისა, რომ მთავრობას ეპშტეინის სიკვდილი სურდა, რის გამოც ის „განზრახ“ დაუცველი დარჩა.

მისი თქმით, როგორც ეპშტეინის, ისე მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო.

“ცხადია, რომ მე და ეპშტეინი განზრახ არ ვიყავით დაცული. მე ნამდვილად მჯერა, რომ მთავრობას ორივეს, ეპშტეინისაც, და ჩემი სიკვდილი სურდა“, – განმარტა ტარტალიონემ.

ინფორმირებული იურიდიული წყაროს ცნობით, ძალადობისა და არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური დამნაშავეების მიმართ მძაფრი სიძულვილის რეპუტაციით მოსარგებლე ტარტალიონე, დედამიწაზე უკანასკნელი ადამიანი იყო, ვისთან ერთადაც ეპშტეინი გამოკეტილი უნდა ყოფილიყო.

პოლიციელი, რომელსაც ეპშტეინი უკვე ადანაშაულებდა მკვლელობის მცდელობაში სიკვდილამდე სულ რაღაც სამი კვირით ადრე, ახლა ამტკიცებს, რომ ფინანსისტთან მისი სიახლოვე “გააზრებული დარტყმა” იყო.

„შემთხვევითი არ არის, რომ სასამართლო პროცესამდე მანჰეტენის მეტროპოლიტენის სასჯელაღსრულების ცენტრში გადამიყვანეს და განზრახ, ჯეფრი ეპშტეინთან ერთად იმავე საკანში მომათავსეს“, – ამბობს ის.

ოფიციალური გამოძიება, FBI და სასჯელაღსრულების უწყებები აღნიშნულს უარყოფენ და არ ადასტურებენ, რომ ეს სიკვდილისკენ მიზანმიმართული ნაბიჯი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები