შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ამოცანა და მიზანი არის, რომ ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს

ჩვენი ამოცანა და მიზანი არის, რომ ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

წამყვანმა სთხოვა ლორა თონრტონის განცხადების შეფასება.

„მას შემდეგ, რაც ევროკომისარ მარტა კოსისგან მოვისმინეთ, რომ ისინი ეძებენ გზებს, როგორ აუარონ გვერდი ქართულ კანონმდებლობას, ქართველ ხალხს და ისე მიაწოდონ ფული მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციებს. მოვისმინეთ ახლა უკვე მეორე აღიარება ქალბატონი ლორა თორნტონისგან, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ კი, არსებობს ეს შავი სქემები, რომელიც ამას წინათაც ვნახეთ – ესტონეთში დარეგისტრირებული ყალბი ორგანიზაციები და ა.შ. აწყობილია როგორც ჩანს გარკვეული შავი სქემები, რომლითაც ხდება დაფინანსება. სინამდვილეში ეს ძალიან კარგად ჩანს და ამიტომაც არის დღეს მათ შორის ევროკავშირის ელჩის მხრიდან მოვისმინეთ განცხადება. სწუხან, რომ იკეტება ყველა ეს ხვრელი. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი ამოცანა და მიზანი არის, რომ ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს. დღეს სხვათა შორის ოთხმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა იგივე გაიმეორა, ოღონდ რა თქმა უნდა საქართველოზე ეს არ უთქვამთ, თავის თავზე თქვეს. ჩვენთან პირიქით, სხვანაირად ხარჯავენ ხოლმე ფულს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

არსებობს გზები, რომლითაც შეგვიძლია გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა საქართველოში. არ მინდა მეთოდებსა და ტაქტიკაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ ჩვენ კარგად გამოგვდის გზების პოვნა, – განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა ლორა თორნტონმა ბრიფინგზე, რომელიც აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები