ნიკოლოზ მეტრეველი – მარინე ჩიტაშვილის განცხადებაზე: „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ მოდელი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ეფექტიანად მოქმედებს – აშკარაა, რომ ქალბატონ მარინეს, ელემენტარული წარმოდგენაც არ აქვს განათლების თანამედროვე სისტემებზე და მისი განცხადება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ემსახურება
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, თსუ-ის პროფესორის, ფსიქოლოგ მარინე ჩიტაშვილის მიერ „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ მოდელის კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ აღნიშნული პრაქტიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წარმატებით მოქმედებს.
მეტრეველს მაგალითად მოჰყავს საფრანგეთი, სადაც ქალაქები დღემდე ასოცირდება კონკრეტულ საგანმანათლებლო მიმართულებებთან. შესაბამისად, მისი შეფასებით, ჩიტაშვილის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.
„მარინე ჩიტაშვილი: „ერთი ფაკულტეტი – ერთი ქალაქი“ ასეთი პრაქტიკა არსად არ არსებობს. ასეთი, რომ არსებულიყო ამის მაგალითს ირაკლი კობახიძე აუცილებლად მოიყვანდა. შესაბამისად, ეს არის ქართული „ნოუ-ჰაუ“, რომლის ავტორი გახლავთ კობახიძე!
ცნობისთვის: „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ მსგავსი მოდელი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში აქტიურად და ეფექტიანად მოქმედებს. საზომად ავიღოთ საფრანგეთი, რომელიც ევროკავშირში განათლების სფეროში წარმატებულობით ერთ-ერთი ყველაზე განთქმული სახელმწიფოა, სადაც ქალაქები მუდმივად ასოცირდებოდა და დღემდე ასოცირდება კონკრეტულ საგანმანათლებლო მიმართულებებთან. მაგალითად:
გრენობლი – მიკროელექტრონიკა,
ლიონი – ქიმია და ბიოტექნოლოგია,
ტულუზა – აერონავტიკა.
სრულიად აშკარაა, რომ ქალბატონ მარინეს, ელემენტარული წარმოდგენაც არ აქვს განათლების თანამედროვე სისტემებზე და მისი განცხადება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ემსახურება“, – წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.