შალვა პაპუაშვილი – ევრობიუროკრატიაზე: ერთადერთი, რისაც ეშინიათ ჩვენგან, ეს არის ჩვენი მართალი სიტყვა, ჩვენ უნდა მივიღოთ ეს როგორც აღიარება ჩვენი სიტყვის სიძლიერისა, არ არსებობს საკითხი, რომელიც ჩვენ ვთქვით და არ დადასტურდა

ერთადერთი, რისაც ეშინიათ ჩვენგან [ევრობიუროკრატებს] ეს არის ჩვენი მართალი სიტყვა და სწორიც არის, რადგან ისტორიულად მართალ სიტყვას ყოველთვის გაჰქონდა თავისი თავი, ჩვენ უნდა მივიღოთ ეს როგორც აღიარება ჩვენი სიტყვის სიძლიერისა და სწორედ ამ სიტყვაში უნდა გავძლიერდეთ, არ არსებობს საკითხი, რომელიც ჩვენ ვთქვით და რომელიც არ დადასტურდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი live” განაცხადა.

პაპუაშვილი ევროპულ დემოკრატიაზე საუბრისას საქართველოში ხორვატიის პრეზიდენტის ვიზიტს შეეხო და მის მიერ გაკეთებული განცხადებები გაიხსენა.

„იცით, რომ დღეს საქართველოში ხორვატიის პრეზიდენტი იმყოფება ვიზიტით. აი, მას ჰკითხეთ რა არის დემოკრატია ბრიუსელის გაგებით, ძალიან გულწრფელი ადამიანია და ძალიან გულწრფელად უპასუხებს ყველას ამასთან დაკავშირებით. ის ნაცარი, რომელსაც დღეს ჩვენ თვალში გვაყრის ბრიუსელი, ქართველმა ხალმა უკვე დიდი ხანია თვალებიდან მოიწმინდა და ძალიან ცხადად ხედავს იმ სურათს, რაც დღეს ბრიუსელში არის, იმ ღირებულებით კრიზისს, იმ კორუფციულ საქმეებს, მათ შორის ადამიანურ უფსკრულებს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ეფშტეინის სკანდალთან სხვადასხვა ევროპელი დიპლომატის თუ ოფიციალური პირის კავშირის გამომჟღავნებით. ამ ყველაფერს ვხედავთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილს მიაჩნია, რომ ევროპული ბიუროკრატიის მთავარი მიზანი საქართველოს გაჩუმებაა.

„ერთადერთი, რისაც ეშინიათ ჩვენგან, ეს არის ჩვენი მართალი სიტყვა და სწორიც არის, რადგან ისტორიულად მართალ სიტყვას ყოველთვის გაჰქონდა თავის თავი. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს როგორც აღიარება ჩვენი სიტყვის სიძლიერისა და სწორედ ამ სიტყვაში უნდა გავძლიერდეთ. არ არსებობს საკითხი, რომელიც ჩვენ ვთქვით და რომელიც არ დადასტურდა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები