მედიის ცნობით, ბერლინსა და პარიზს შორის არსებული უთანხმოება ევროპის პარალიზებას იწვევს
ბერლინსა და პარიზს შორის უთანხმოება ევროპის პარალიზებას იწვევს და ევროკავშირს მტვრად ქცევა ემუქრება, – ამის შესახებ გერმანული გაზეთი Handelsblatt-ი წერს.
„ბერლინსა და პარიზს შორის დავა ევროპის პარალიზებას იწვევს… [გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ] მერცი და [საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ] მაკრონი ძირითად პოლიტიკურ საკითხებზე ვერ თანხმდებიან. და ეს იმ დროს, როდესაც ევროკავშირი ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე დგას. დიდი ძალების სამყაროში ევროკავშირი განადგურების საფრთხის წინაშე დგას“, – ნათქვამია გამოცემაში.
როგორც გაზეთმა აღნიშნა, ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე მერცმა განაცხადა, რომ ის „თითქმის ყოველთვის“ ეთანხმება მაკრონს ევროპასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებში და ამ სიტყვებს ხაზს უსვამს. გერმანული მედიის ცნობით, ორი ევროპელი ლიდერი სულ მცირე ექვს მნიშვნელოვან საკითხზე ვერ თანხმდება, მათ შორის ევრობონდების გამოყენებაზე, ევროკავშირსა და მერკოსურს შორის შეთანხმებასა და საფრანგეთის ელჩის მოსკოვში ბოლოდროინდელ ვიზიტზე.