შალვა პაპუაშვილი – 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების იმპორტის აკრძალვაზე: ეს კრიტიკა ისმოდა მაშინაც, როდესაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მკაცრი რეგულაცია მოხდა

ეს კრიტიკა ისმოდა მაშინაც, როდესაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მკაცრი რეგულაცია მოხდა. გადასახადები აიწია და ვნახეთ, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები აღარ შემოდის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

წამყვანმა ჰკითხა, რას უპასუხებს კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ საქართველოში პირველი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, ყველას შეიძლება არ ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ძვირადღირებული ავტომობილი შეიძინოს.

„ეს კრიტიკა ისმოდა მაშინაც, როდესაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მკაცრი რეგულაცია მოხდა. გადასახადები აიწია და ვნახეთ, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები აღარ შემოდის. უსაფრთხოების მხრივ რა პრობლემებსაც წარმოადგენდა, ესეც ვნახეთ. მგონი საზოგადოებამ ძალიან სწორად გაიგო ყველაფერი, ყველა ადაპტირდა იმ მოცემულობასთან რომელიც არის და ყველა კმაყოფილია. ორიენტირი არის არა იმაზე, რომ ოღონდ ავტომობილები შემოვიდეს და მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, არამედ პრიორიტეტების მიხედვით უნდა განისაზღვროს. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია საკითხის ასე დაყენება, როდესაც საქმე ეხება საზოგადოების ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მთავრობის დადგენილებით, საქართველოში პირველი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები