შალვა პაპუაშვილი – ბრიტანეთის მინისტრის განცხადებაზე: დარწმუნებული ვარ, დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის ელჩი ამას ასე არ დატოვებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დემოკრატიის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრის, სამანტა დიქსონის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დარწმუნებული ვარ, დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის ელჩი ამას ასე არ დატოვებს!“ – წერს პაპუაშვილი Facebook-ზე.

ცნობისთვის, დემოკრატიის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრმა, სამანტა დიქსონმა განაცხადა: „მკაცრ ზომებს მივიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს დააშინოს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილე ადამიანები და უკანონო უცხოური ფულით ძირი გამოუთხაროს ჩვენს არჩევნებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები