უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ქალაქ უხტაში საზღვრიდან 1750 კილომეტრზე მდებარე რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს.
წინასწარი ინფორმაციით, დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ქარხანაჩართულია რუსეთის საოკუპაციო არმიის მომარაგებაში, მიყენებული ზიანის მასშტაბი დგინდება.
„12 თებერვალს, რუსი აგრესორის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირების სისტემატიური ზომების ნაწილად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებმა უხტის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს (ქ. უხტა, კომის რესპუბლიკა, რუსეთი). უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან დისტანცია 1,750 კილომეტრია… ქარხანა რუსეთის საოკუპაციო არმიისთვის მიწოდებებშია ჩართული. მიყენებული ზიანის მასშტაბი დგინდება“, – ნათქვამია განცხადებაში.