ონის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა 2018-2019 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა

ონის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, იმედა მეშვილდიშვილმა ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებს და წარმომადგენლებს 2018-2019 წლებში განხორციელებული სოციალური, ინფრასტრუქტურული და კულტურული პროექტების შესახებ მოხსენება-პრეზენტაცია წარუდგინა და შემომწირველების აქტიურობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მხარდასაჭერად ფონდის სამომავლო მზაობაც დააფიქსირა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

​შეხვედრას ესწრებოდა რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებულის პირველი მოადგილე – დავით ღუდუმიძე და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი – ზურა ცაგურიშვილი.

შეხვედრაზე ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ონის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდს ნაყოფიერი საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო თანამშრომლობის სურვილიც გამოხატეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები