ფოთის მერიაში, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა ფოთის მერს, გოჩა კურდღელიას და მერის მოადგილეებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სამიზნე ჯგუფების შექმნის საკითხი.

აღნიშნული შესახებ “რეგიონულ კვირას” ფოთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად, ასევე, პანდემიის გამო შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების თანმიმდევრული და ეფექტური დაძლევის უზრუნველსაყოფად, ინფრასტრუქტურული, სოციალური და განათლების მიმართულებით, სამიზნე ჯგუფი შეიქმნება.

“აღნიშნული ჯგუფები მოსახლეობის საჭირო ინფორმირებას, მათთვის აქტუალურ საკითხებზე მყისიერ რეაგირებას და საჭირო ღონისძიებების დროულად განხორციელებას მოახდენენ.

ფოთის მერიაში ქოლ-ცენტრი მოქმედებს. ფოთის მერიის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის (COVID-19) პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა მაღალი ინტერესის გათვალისწინებით და მათი მხრიდან გახშირებული სატელეფონო ზარების გამო, ყოველდღე, 10:00-დან 18:00 საათამდე,ფოთელებს ემსახურებიან ქოლ-ცენტრის ოპერატორები შემდეგ ნომრებზე: 0(4931) 22 10 15 , 22 04 05, 22 12 95.

პარალელურად, ჩვეულ 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ფოთის მერიის ცხელი ხაზი – 591 41 75 20, 592 39 11 00″,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები