პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებას ხელი მოაწერა(ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას ხელი მოაწერა.

ცნობისათვის, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე პრეზიდენტს მთავრობამ დღეს მიმართა. ამასთან, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას პარლამენტი ხვალ საგანგებო სხდომაზე უყრის კენჭს.

მიუხედავად ამისა, პრემიერმინისტრისა და პრეზიდენტის ხელმოწერების გამო, გადაწყვეტილება ძალაში შევიდა და ძალადაკარგულად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა, თუ საკანონმდებლო ორგანო სიით უმრავლესობით მხარს არ დაუჭერს. თუმცა, ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს დაუჭერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები