გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა რუხის საავადმყოფოს რესპირატორები გადასცა
გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი, ლუიზა ვიტონი სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს, ალექსანდრე მოწერელიას შეხვდა.
მან საგანგებო შტაბს 1800 ცალი “kn95 რესპირატორი” გადასცა, რომელიც შემდეგ რუხის საავადმყოფოს გადაეცემა.
ლუიზა ვიტონმა სახელმწიფო რწმუნებულისგან რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და აღნიშნა, რომ საქართველო კარგად ართმევს თავს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას.
ალექსანდრე მოწერელიამ ლუიზა ვიტონს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.