მამუკა არეშიძე კორონავირუსის საფრთხეზე ოკუპირებულ აფხაზეთში: ვითარება რთულია, არ აქვთ ინფრასტრუქტურა, ჰყავთ მხოლოდ ერთი ინფექციონისტი

კონფლიქტოლოგი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით ვითარება ძალიან რთულია. როგორც მამუკა არეშიძემ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, აფხაზეთში არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ჰყავთ მხოლოდ ერთი ინფექციონისტი.

„ვითარება ძალიან რთულია, რთულსა და მძიმეს შორის. მათ არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, არ აქვთ შესაბამისი ამუნიცია. რაღაც ნაწილმა აფხაზებისა მიიღო მოსკოვიდანაც და, გარდა ამისა, მათ დაეხმარათ საერთაშორისო ორგანიზაცები: USAID-ი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, “წითელი ჯვარი”. რაღაც ნაწილი მიიღეს ამუნიციისა 3 კვირის წინ, მაგრამ ეს არასაკმარისი იყო. მაგალითად, გალსაც რომ მისცეს თავისი წილი, უკან წაართვეს. ძალიან მრავლისმეტყველია გულრიფშის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ზურაბ აჩბას სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი, სადაც ის განგაშის ზარებს ჰკრავს, რომ ჩვენ აქ, ამ დააადებას ვერ გავუმკლავდებითო. გუშინ სოხუმის საავადმყოფოში 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა. მას ჰქონდა ფილტვების ანთება,  ვერავინ ადასტურებს იმას, კორონავირუსისგან მოუვიდა ეს თუ, უბრალოდ, გაციებული იყო.

საავადმყოფოში დღეს პირველი ავადმყოფი ოფიციალურად დაადასტურეს. ეს პირველია, თუ უკვე ეპიდემია მოდებულია, ამას ვერავინ იტყვის. ქართულ მედიაში ხშირად ისმის ხოლმე, აფხაზები თავიანთ მდგომარეობასა და დაინცფიცირებულთა რიცხვს მალავენო, არ არის ეს მართალი. ვერ დამალავენ იმიტომ, რომ არავინ იცის, როგორია ეს დაავადება და როგორ უნდა დამალონ? ერთადერთი ინფექციონისტი ჰყავთ მთელს აფხაზეთში“, – აცხადებს არეშიძე.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ოკუპირებულ რეგიონში ვირუსი ფართოდ გავრცელდეს.

„დაახლოებით, 1-2 კვირის წინ აფხაზეთში ძალიან დიდი მისვლა- მოსვლა იყო . უამრავი რუსი დამსვენებელი, რომელიც სოჭის სასტურმოებში იყო, შეუშინდა პანდემიის შეტევას. მერე პუტინი ჩავიდა იქ თავისი ამალით, სასტუმროში ნომრები იყო საჭირო. მოკლედ ხალხი გამოასახლეს იქედან, თავადაც გამოიქცნენ. დასვენება რომ არ გაუქმებოდათ, დაახლოებით, 2 ათასი ადამიანი დაიძრა აფხაზეთისკენ, რომ დაესვენათ ბოლომდე. ვინ რა შეიტანა და ვინ იყო დაინფიცირებული, კაცმა არ იცის. ვერ გადაურჩებიან ამას. როგორც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში მოხდა: თავიდან 1-2 შემთხვევა იყო, ახლა იმატებს და იმატებს, ასე მოხდება აფხაზეთშიც. მაგრამ თუ ჩრდილო კავკასიურ რესპუბლიკებში რეგიონული სავადმყოფოებია, მახაჩკალაშია, ვლადიკავკაზშია, აფზაზეთში ასე არაა. ის კი არა, კორონავირუსზე ანალიზი რომ ჩააბარონ, კრასნოდარში უნდა გაგზვანონ. მანქანით სოხუმიდან კრასნოდარამდე 5-6 საათია. იქედან როდის ჩამოვა პასუხი, წარმოიდგინეთ”, – განაცხადა არეშიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები