პოლიციამ დააკავა მძღოლი, რომელმაც ბათუმში ქვეითად მოსიარულე ქალი იმსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ ჟიული შარტავას ქუჩაზე შუახნის ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.