ოკუპირებულ სოხუმში თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სოხუმში თურქეთის მოქალაქე, სერჯან ტოკაჩი დააკავა, რომელიც ინტერპოლის მიერ „წითელი ცირკულარით“ საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, სერჯან ტოკაჩი თურქული ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის ლიდერია, რომელიც მოქმედებს როგორც თურქეთის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. დაჯგუფება მონაწილეობს შეკვეთილ მკვლელობებში, გამოძალვასა და ძალადობაში.

გავრცელებული ცნობით, დაკავებული აფხაზეთში უკანონოდ, მდინარე ენგურის გავლით შევიდა, რათა თავი აერიდებინა სისხლისსამართლებრივი დევნისგან.

ამჟამად, დაკავებული ექსტრადიციის მოლოდინში, წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები