ოკუპირებული აფხაზეთის საჰაერო სივრცეში უკრაინულმა უპილოტო აპარატებმა შეაღწია

“სოჭზე უკრაინული დრონების მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა, ამასთან, აფხაზეთის საჰაერო სივრცის დარღვევა რამდენიმე დრონითაც დაფიქსირდა”,- ამის შესახებ ინფორმაციას, ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რეჟიმი ადასტურებს.

მედიის ცნობით, ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ნარჩენები ავიაცია ნაიას ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხის ტერიტორიაზე დაეცა.

ე.წ. ოპერატიული შტაბის ცნობით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთი ქალი გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში მოათავსეს.

“თავდაცვის სამინისტროს და აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაევალა, გააძლიერონ ურთიერთქმედება რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასაზღვრო კონტროლის სამსახურთან აფხაზეთში და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მე-7 სამხედრო ბაზასთან, რათა თავიდან აიცილონ მსგავსი სიტუაციები”,- განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით 39 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათგან 21 შავი ზღვის თავზე იყო, 7 კი კრასნოდარის ტერიტორიის თავზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები