ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია

საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ, მიმდინარე წლის 19 მაისს უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ამის შესახებ ინფორმაციას, სუს-ი ავრცელებს.

“ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები