სუს-ი: საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული ჰამლეტ მარგველაშვილი თავისუფალია
საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს უკანონოდ დაკავებული ჰამლეტ მარგველაშვილი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, იგი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
„ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.