რუსეთში „სუ-30“ ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კარელიაში სასწავლო ფრენის დროს „სუ-30“ ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ. ამის შესახებ რუსული გამოცემა „ინტერფაქსი“ წერს.
„თვითმფრინავი დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა. ფრენა საბრძოლო მასალის გარეშე განხორციელდა. ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.