ირაკლი (დაჩი) ბერაია კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებსა და მოხალისეებს შეხვდა

ქალაქ ხობის ცენტრალურ პარკში საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია მერს – გოჩა ქაჯაიას, საკრებულოს თავმჯდომარეს – ედიშერ ჯობავას ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებსა და მოხალისეებს შეხვდა.

დეპუტატს ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, შორენა საბახტარაშვილმა კორონავირუსის პრევენციის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდა.

ცენტრის დირექტორის განმარტებით, ხობის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში საზღვარგარეთიდან ჩამოსული 36 პირია. ისინი შესაბამისი სამსახურების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

მაჟორიტარმა დეპუტატმა კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში შექმნილ მოხალისეთა ჯგუფის წევრებს აქტიური საქმიანობის გამო მადლობა გადაუხადა და თანადგომას დაჰპირდა.

მოხალისეთა ჯგუფის წევრები მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს აცნობენ და საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებენ, ბანკომატებთან მოქალაქეთა შორის დისტანციის დაცვას უზრუნველყოფენ, ხანდაზმულ მოქალაქეებსა და მრავალშვილიან ოჯახებთან კი საკვები პროდუქტები და მედიკამენტები მიაქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები