ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების დეზინფექცია ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს

0

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსის დეზინფექცია ყოველდღიურად მიმდინარეობს. ავტობუსებში შეიზღუდა კონტროლიორების მუშაობაც. აღნიშნული გადაწყვეტილება არ იმოქმედებს მათ ხელფასებზე და ამ პერიოდის განმავლობაში კუთვნილ ანაზღაურებას ისინი მიიღებენ. პრევენციის მიზნით, ავტობუსის მძღოლისა და მგზავრთა დისტანცირება სპეციალური ლენტის საშუალებით მოხდა. ამასთან, მოქმედებაშია მხოლოდ უკანა კარი. დაიწყო ავტობუსის მოსაცდელების სადეზინფექციო ღონისძიებებიც. მუნიციპალური ავტობუსის 150-მდე მოსაცდელი იწმინდება და სპეციალური ხსნარებით მუშავდება. ამუშავდა მგზავრთა ტაქსით გადაყვანის ახალი რეგულაცია, ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ მძღოლებისა და კომპანიების გაფრთხილება დაიწყო. მგზავრის გადაყვანის დროს: ავტომანქანის ფანჯრები უნდა იყოს გახსნილ მდგომარეობაში. მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს.მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით.
ასევე, გრძელდება ბაღების დეზინფექცია. მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების, 850-მდე სადარბაზოს ერთჯერადი სადეზინფექციო ღონისძიებები. ქალაქის მასშტაბით არაერთ ლოკაციაზე, მათ შორის, ბაზრობებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დასუფთავებისა და სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს. სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება სკოლებს, მუნიციპალურ ბაღებსა და სასადილოებს, ბიბლიოთეკებს, ხანდაზმულთა დღის ცენტრს, ღამის თავშესაფარს, ადმინისტრაციულ შენობებს, ოცნების ქალაქს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საჯარო სივრცეებს. სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება ადმინისტრაციული შენობები და საზოგადოებრივი სივრცეები.

კომენტარები

კომენტარი