“საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის” ფარგლებში, ხულოს საჯარო და კერძო სკოლებს შორის მინი ფეხბურთში მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხულოს რესურსცენტრის ორგანიზებით, “საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის” ფარგლებში, ხულოს საჯარო და კერძო სკოლებს შორის მინი ფეხბურთში მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც 17 გუნდი მონაწილეობდა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაძაბული, მაღალი სპორტული სულისკვეთებით გამორჩეული მატჩების შემდეგ, გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
I ადგილი – სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლა
II ადგილი – სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლა
III ადგილი – სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლა
“გამარჯვებულ გუნდებს სიგელები, თასები და მედლები გადაეცათ.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს გამარჯვებულ სკოლებს, მათ მწვრთნელებს, მონაწილე სპორტსმენებს და უსურვებს წარმატებებს შემდგომ ეტაპებზე
“საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა” საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით ტარდება,”- წერია ინფორმაციაში.