შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, დღევანდელი ბრიუსელით ევროპაში ვერავინ მიდის
ყველა პრობლემა, რაც არის დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში, არის ბრიუსელში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს სამწუხაროდ დღევანდელი ბრიუსელით ევროპაში ვერავინ მიდის და მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც.
„დიდ-პატარობის ფილოსოფია, საბჭოთა აზროვნება როცა არის შეპარული ბრიუსელში ზუსტად ეს არის მთავარი პრობლემა რაცაა ბრიუსელში. ყველა პრობლემა, რაც არის დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში, არის ბრიუსელში. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბრიუსელი ასცდა ევროპულ გზას და ღირებულებებს და პერიფრაზი რომ გავაკეთოთ ერთი ცნობილი ფილმიდან – რისი მაქნისია ის ბრიუსელი, თუ მას ევროპაში და ევროპასთან არ მივყავართ. დღეს სამწუხაროდ დღევანდელი ბრიუსელით ევროპაში ვერავინ მიდის და მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.