ქუთაისში, რუას ქუჩის I ჩიხში, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისში, რუას ქუჩის I ჩიხში, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე პროცესს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

“სამუშაოების ფარგლებში გასწორდა რელიეფი, ჩატარდა ბურღვითი სამუშაოები, განთავსდა ხიმინჯების ნაწილი, რომლებზეც მოეწყო ბეტონის დამცავი კედელი.

პროექტის განსახორციელებლად სტიქიის საწინააღმდეგო ღონისძიებების ფონდიდან გამოყოფილია 1 365 211 ლარი,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები