მარტვილის მერმა ნახუნაოში ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჭაბურთაში, ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია გაეცნო. ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი ლითონის კონსტრუქციის ხიდი. მანამდე არსებული ხიდი დაზიანებული იყო.

ნახუნაოში ახალი ხიდის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 85 572 ლარით დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები