სოფელ ჭალადიდში, დენის დარტყმის შედეგად, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა
ხობში, სოფელ ჭალადიდში, დენის დარტყმის შედეგად, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში თევზაობდა. სავარაუდოდ, ანკესი მაღალი ძაბვის სადენს გამოედო და კაცი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.