სინამდვილეში, რატომაც არიან ევროპელი ბიუროკრატები გაბრაზებულები ქართველ ხალხზე, არის ის, რომ 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყანამ როგორ გავბედეთ და ამხელა ევროკავშირს მოვთხოვეთ, მოდი გაასაჯაროვე ჩვენს ქვეყანაში რა ფულს ხარჯავო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
წამყვანმა ჰკითხა, ვინ უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯი ან რა ტიპის ნაბიჯი უნდა იყოს, რომელიც საქართველოსა და ბრიუსელს დიალოგამდე მიიყვანს.
„სიმართლე არის ერთი, რომ დღევანდელი ბრიუსელის ხელში ევროპულ კავშირში მხოლოდ სახელი რჩება ევროპული და იქცა კავშირად. ვისაც საბჭოთა კავშირი აქვს გამოვლილი, ევროკავშირზე საბჭოთა კავშირი და სოვეტიზაცია ახსენდება. რაც შეეხება კანონებს [რომლის გაუქმებასაც ითხოვენ], ჩამოყალიბდნენ. არ ვითხოვთ ლგბტ პროპაგანდასო და თან ამბობენ, კანონი გააუქმეთო. ეს ერთი მეორესთან როგორ ჯდება?! თუ გვეუბნები, რომ გააუქმე ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი, ეს ნიშნავს, რომ დაუშვი სქესის შეცვლა, სკოლებსა და სასწავლო დაწესებულებებში პროპაგანდა. თუ ჭკუაში გვატყუებენ, ან ქართველი ხალხი სულელები ჰგონიათ, იმიტომ არიან იმ დღეში, რა დღეშიც არიან საქართველოსთან დაკავშირებით.
სინამდვილეში, რატომაც არიან ევროპელი ბიუროკრატები გაბრაზებულები ქართველ ხალხზე, არის ის, რომ 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყანამ როგორ გავბედეთ და ამხელა ევროკავშირს მოვთხოვეთ, მოდი გაასაჯაროვე ჩვენს ქვეყანაში რა ფულს ხარჯავო. დღემდე ხომ არ ასაჯაროებენ ამ ყველაფერს?! ამაზე არიან გაბრაზებულები და უნდათ, რომ ისევ ფარულად აფინანსონ „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანია. ვიცით დადასტურებით, რომ ევროკავშირის ფული დაიხარჯა ამაში. უნდათ აფინანსონ აქციის მოძალადე მონაწილეებისთვის აღჭურვილობა და ჩვენ დანამდვილებით ვიცით ფაქტები, რომ დაფინანსდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან. უნდათ დააფინანსონ ჯარიმების გადახდა და ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ეს ჯარიმები გადაიხადეს ევროკავშირის ბიუჯეტიდან. უნდათ კვლავ ფარულად დააფინანსონ პარტიები და ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ პარტიებს ფარულად აფინანსებდნენ. უნდათ კვლავ რადიკალებში დახარჯონ ფული და თან ისე, რომ იმის პატივიც არ დაგვდონ, რომ ეს ყველაფერი ფარულად აფინანსონ და ქალბატონმა კოსმა რაც განაცხადა, რამე ღირებულებაში ჯდება?! თქვა, რომ ჩვენ ვეძებთ გზებს როგორ ავუაროთ გვერდი კანონებსო“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.