ბათუმში 6 მაღაზია დაიწვა

ბათუმში ექვს სავაჭრო ობიექტს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა დილის საათებში მოხდა. ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფებიც. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ამ დრომდე უცნობია. ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სამშენებლო მასალების მაღაზიები ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე რამდენიმე დღის განმავლობაში დაკეტილი იყო.

შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები