ტულაში, საბრძოლო მასალის მწარმოებელ საწარმოში აფეთქება მოხდა – არიან დაღუპულები

რუსეთის ქალაქ ტულაში იარაღისა და საბრძოლო მასალის მწარმოებელ საწარმო „A+A“-ში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიისა და საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ საწარმოს შენობაში ხანძარი გაჩნდა, რომელმაც დაახლოებით 250 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა.

თავდაპირველად ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ გავრცელდა, თუმცა მოგვიანებით ნანგრევების გაწმენდისას მაშველებმა მესამე გარდაცვლილის ცხედარიც აღმოაჩინეს.

ცეცხლის ჩაქრობის ოპერაცია გარკვეული დროით გართულებული იყო, რადგან შენობაში საბრძოლო მასალის დეტონაციის საფრთხე არსებობდა.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. რუსი სამართალდამცავები და საგანგებო სამსახურები მომხდარის გარემოებებს იძიებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები