ქუთაისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
ქუთაისში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. აღნიშნული ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” ქუთაისის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის სამუშაოები გრიშაშვილის ქუჩაზეც მიმდინარეობს, რომელიც ისტორიული ქუჩაა. მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო გზის სრული რეაბილიტაცია. გრიშაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაო პროცესი ქუთაისის მერმა მოინახულა.
„გრიშაშვილის ქუჩაზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი, მოეწყობა ტროტუარი, გრანიტის ფილებით გაკეთდება ბორდიურები და სანიაღვრე არხები, გათვალისწინებულია გაზონებისა და მწვანე კუნძულების მოწყობაც, შესაბამისი განათებით”, – აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.
გრიშაშვილის ქუჩის პროექტის ღირებულება 924 000 ლარია, სამუშაოებს შპს „ნიუპოვერი” ასრულებს.