ბექა ვაჭარაძე: ჩვენ თითოეულ უბანში ვქმნით თანამედროვე სივრცეებს ბავშვებისთვის, რათა მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ სპორტული აქტივობებისთვის
ფოთში, ჭანტურიას და სამეგრელოს ქუჩებზე, ორი ახალი კომბინირებული სპორტული მოედანი მოეწყო.
სპორტული ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში სრულად შეიცვალა ხელოვნური მინდვრის საფარი, დამონტაჟდა კალათბურთის ახალი ფარები და გარე განათების თანამედროვე სისტემა.
დასრულებული სამუშაოები ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ტყებუჩავამ დაათვალიერეს.
ვაჭარაძის თქმით, თანამედროვე სივრცეები ბავშვების სპორტული აქტივობებისთვის მნიშვნელოვანია.
,,ჩვენ თითოეულ უბანში ვქმნით თანამედროვე სივრცეებს ბავშვებისთვის, რათა მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ სპორტული აქტივობებისთვის, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ხელს უწყობს”, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
მსგავსი პროექტების განხორციელება და სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას სპორტში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.