გურამ მაჭარაშვილი – ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში თუ გინდა მიიღო მონაწილეობა, ლოგიკურია, რომ იქ, სულ მცირე, არჩევნებისთვის მაინც უნდა ჩახვიდე
„ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში თუ გინდა, მიიღო მონაწილეობა, ლოგიკურია, რომ იქ, სულ მცირე, არჩევნებისთვის მაინც უნდა ჩახვიდე,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„როდესაც არ ცხოვრობ საქართველოში, მის ატმოსფეროს არ გრძნობ, ისიც არ გინდა, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღება შენს სამშობლოში განახორციელო და ეს უცხოეთში გააკეთო? ხმის უფლებას არავინ არავის ართმევს, საუბარია იმაზე, რომ ტერიტორიულად ხმა მისცე იქ, სადაც ხარ დარეგისტრირებული. უნდა წახვიდე იქ, სადაც დარეგისტრირებული ხარ. გინდა, გადაწყვიტო, ქვეყანაში ვინ იქნება ხელისუფლება და ისიც არ გინდა, ამ ქვეყანაში ჩამოხვიდე და ხმა მისცე? ეს ლოგიკაში არ ჯდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.