უკრაინელი ომის ვეტერანები გერმანელ ოფიცრებს გაწვრთნიან

უკრაინის შეიარაღებული ძალების (UAF) ვეტერანები, რომლებიც რუსული აგრესიის მოგერიებაში მონაწილეობდნენ, ბუნდესვერის ოფიცრებს გაწვრთნიან,- ამის შესახებ სახმელეთო ჯარების ინსპექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა კრისტიან ფროიდინგმა განაცხადა.

ფროიდინგი ადრე გერმანიის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის სიტუაციური ცენტრის ხელმძღვანელი იყო, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო დახმარების კოორდინაციას ახორციელებს.

“ჩვენ ვერასდროს შევძლებთ რეალურ ცხოვრებაში მიღებული გამოცდილების გამეორებას. ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს წვრთნებში უკრაინული გამოცდილება გაცილებით მეტად გავითვალისწინოთ. მე შევთანხმდი ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, რომ გვსურს ვეტერანების გერმანიაში ჩამოყვანა“, – აღნიშნა გენერალმა.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო აკადემიებში გამოსვლას და ომის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის გაკეთებას შეძლებენ.

“ეს გამოცდილება, უკრაინელი ინსტრუქტორების წყალობით, შემდეგ პრაქტიკულ წვრთნებში უნდა აისახოს“, – დასძინა ფროიდინგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები