დავით მათიკაშვილი: ბრიუსელი საქართველოსთან დიალოგს გაურბის, პასუხების გაცემის ეშინია
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით,
ბრიუსელი საქართველოსთან დიალოგს გაურბის.
მისივე თქმით, ბრიუსელს პასუხების გაცემის ეშინია.
„ბრიუსელი საქართველოსთან დიალოგს გაურბის, მას პასუხების გაცემის ეშინია იმ არგუმენტებზე, რაც ქვეყანას გააჩნია, იგივე ადამიანის უფლებების დაცვაზე. თითიდან გამოწოვილი მიზეზია იმისთვის, რომ დიალოგი გადადონ ან შეწყვიტონ. რა თქმა უნდა, ეს იმ ევროსკეპტიციზმის შემცირებას ხელს არ უწყობს, რაც ქართულ საზოგადოებაში ევრობიუროკრატიის არასწორი პოლიტიკის გამო გაჩნდა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.