ირაკლი ზარქუა: საქართველოს, რომელიც ღვინის ქვეყანაა, რუსეთში ღვინის ექსპორტით მაგალითად, ლიეტუვამ გადაასწრო – რუსეთთან ნავთობპროდუქტებით ვაჭრობაში ევროკავშირი საერთოდ პირველ ადგილზე გავიდა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა ევროკომისიის პრეზიდენტისადმი „ევროპის სახალხო პარტიის“ მიმართვას გამოეხმაურა.
„საქართველოს, რომელიც ღვინის ქვეყანაა, რუსეთში ღვინის ექსპორტით მაგალითად, ლიეტუვამ გადაასწრო. რუსეთთან ნავთობპროდუქტებით ვაჭრობაში ევროკავშირი საერთოდ პირველ ადგილზე გავიდა. ახლა იგონებენ, სანქციათა რაღაც მეოცე პაკეტი უნდა მოვიგონოთო – აქამდე სად იყავით? თუ რუსეთს არ ჰქონდა სანქციები დაწესებული ნავთობპროდუქტებზე, მაშინ რა სანქციებზე იყო საუბარი?“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ, „ევროპის სახალხო პარტია“ ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოს მთავრობას რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე თავის არიდებაში ადანაშაულებს.