ლევან მაჭავარიანი – საფრანგეთის ელჩისა და სერგი კაპანაძის შეხვედრაზე: როდესაც ეს შეხვედრები არის აბსოლუტურად მიკერძოებული – იქ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება
„როდესაც ეს შეხვედრები არის აბსოლუტურად მიკერძოებული, იქ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება,”- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საფრანგეთის ელჩისა და სერგი კაპანაძის შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ შეხვედრის შესახებ აუცილებელია განმარტებები გაკეთდეს.
„როდესაც ეს შეხვედრები არის აბსოლუტურად მიკერძოებული და ხვდება ელჩი რადიკალებს – „ენჯეო“ სექტორს, რომელიც რადიკალების განუყოფელი ნაწილია, ჟურნალისტებს, რომლებიც პირდაპირ „ნაცმედიას“ წარმოადგენენ, სერგი კაპანაძეს და ა.შ., იქ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. შესაბამისად ჩვენ ველოდებით განმარტებებს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, საკუთარ სახლში ოპოზიციის მასპინძლობის შემდეგ, საფრანგეთის ელჩმა ოლივიე კურტომ ამჯერად საელჩოში სერგი კაპანაძე მიიღო.