ისრაელის დარტყმებს ღაზას სექტორზე ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო ძალებმა გუშინ ღაზას სექტორში სასიკვდილო საჰაერო დარტყმები განახორციელეს, რის შედეგადაც ღაზას ქალაქსა და ხან იუნისში, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

“ჰამასმა” მომხდარს “სერიოზული ესკალაცია” უწოდა.

ისრაელმა განაცხადა, რომ დარტყმები იყო საპასუხო ქმედება “ჰამასის” მებრძოლების მიერ ღაზას სექტორის სამხრეთით, ისრაელის ჯარების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის გამო, რასაც “ჰამასი” „მიმდინარე დანაშაულებისა და დარღვევების გამართლების მცდელობად“ მიიჩნევს.

ამასთან, ისრაელის ძალებმა რეიდი ჩაატარეს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ნაბლუსსა და მიმდებარე რამდენიმე სოფელში, რის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობა დააკავეს.

ასევე, ისრაელმა გუშინ დაბომბა ოთხი სოფელი სამხრეთ ლიბანში, იმ მოტივით, რომ სამიზნე “ჰეზბოლას” ინფრასტრუქტურა იყო, მიუხედავად იქ არსებული ზავისა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები