ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ მოქალაქეთა მიღება გამართა

ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ მოქალაქეთა მიღება გამართა.

მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილეებთან – ბექა ჩხიკვიშვილთან და სოფო რამიშვილთან ერთად, ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებები მოისმინა და კომპეტენციის ფარგლებში მათ მხარდაჭერა აღუთქვა.

“ოზურგეთის მერიაში მორიგი მოქალაქეთა მიღება გაიმართა. ეს შეხვედრები ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საშუალებას გვაძლევს, უშუალოდ მოვისმინოთ ადგილობრივების საჭიროებები და მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევები, ვუპასუხოთ მათ მიერ დასმულ კითხვებს. თითოეული თხოვნა ჩვენთვის ფასეულია, მსგავსი ხასიათის შეხვედრები საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ ის პრიორიტეტები, რომლებიც სწრაფ და მიზნობრივ ქმედებებს საჭიროებენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან,”- განაცხადა პაატა კუნჭულიამ.

მისივე თქმით, მოქალაქეთა მიღება ზრდის მოსახლეობის ჩართულობას მუნიციპალიტეტის საქმიანობაში.

„მსგავსი ფორმატის კომუნიკაცია აძლიერებს გამჭვირვალობას, ზრდის მოსახლეობის ჩართულობას და გვაძლევს საშუალებას, გადაწყვეტილებები მივიღოთ უშუალოდ ხალხის ინტერესებზე დაყრდნობით. მოქალაქეთა მიღება ოზურგეთის მერიაში პერმანენტულად, ყოველ პარასკევს გაიმართება, რათა ერთობლივად დავგეგმოთ ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის საჭირო ცვლილებები”, – განაცხადა პაატა კუნჭულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები