რუსი ტურისტებით სავსე საკრუიზო გემს სტამბოლში შესვლის უფლება არ მისცეს
20 ნოემბერს, სტამბოლის პორტის ხელისუფლებამ საკრუიზო გემ „ასტორია გრანდეს“ ნავსადგურში შესვლის ნებართვა არ მისცა,- ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გემი, რომელიც უმეტესად რუსი ტურისტებით იყო სავსე, დილიდან 3 საათამდე პორტში შესვლის ნებართვას ელოდებოდა, საბოლოოდ რუსეთის ქალაქ სოჭისკენ გაემგზავრა.
გემზე ტურების გამყიდველი კომპანიის, SK Akvilon-ის ცნობით, პორტის ადმინისტრაციამ თავისი გადაწყვეტილება არ განმარტა.
თურქეთის სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება, რომ „ასტორია გრანდეს“ ბორტზე 616 მგზავრი, ძირითადად რუსები, და ეკიპაჟის 435 წევრი იმყოფებოდა.
როგორც ცნობილია, კრუიზის დროს გემი ანტალიის, ალანიისა და იზმირის პორტებს ეწვია.