დავით მათიკაშვილი: ქართველი ხალხის აბუჩად აგდების უდიერ მიდგომას ვხედავთ, როცა საქართველოსგან სანქციების დაწესებას ითხოვენ და ამ ფონზე რუსეთთან ვაჭრობენ
,,ქართველი ხალხის აბუჩად აგდების უდიერ მიდგომას ვხედავთ, როცა საქართველოსგან სანქციების დაწესებას ითხოვენ და ამ ფონზე რუსეთთან ვაჭრობენ”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ასობით მილიონით ვაჭრობენ, საქართველოსკენ მაინც თითს იშვერენ.
„ევროკავშირიდან აბსურდის თეატრის დახატვას ცდილობენ. ქართველი ხალხის აბუჩად აგდების უდიერ მიდგომას ვხედავთ, როცა საქართველოსგან სანქციების დაწესებას ითხოვენ და ამ ფონზე რუსეთთან ვაჭრობენ. რომელი სანქციის პირობებშია, ნავთობით რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის მომარაგება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ასობით მილიონით ვაჭრობენ, საქართველოსკენ თითს იშვერენ და გვეუბნებიან, თურმე, რუსეთი ჩვენს მიერ დაწესებული სანქციებით უნდა ჩამოგვენგრია და ჩამიგვექცია ქართული ეკონომიკა. სამწუხაროდ, ევრობიუროკრატიის მხრიდან ამ რეალობაში ვდგავართ. ქართული საზოგადოება ხედავს, რამდენად სწორია ის კურსი, რაც ქვეყანას სამხედრო ესკალაციამდე და ომამდე არ მიიყვანს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.