ანაკლიის საკარანტინე ზონაში არსებულ მდგომარეობას სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო

ანაკლიის საკარანტინე ზონებში არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერთან ერთად გაეცნო. საკარანტინე ზონად, სადაც მოქალაქეები 14 დღიან საკარანტინო პერიოდს გაივლიან, სასტუმრო ,,პალმ-ბიჩი”, სასტუმრო ,,ანაკლია” და სასტუმრო ,,პრატაფსი” შეირჩა. ჯამში ანაკლიაში 138 ნომერია, გარდა ამისა, ორი საკარანტინე სივრცე მოწყობილია მესტიაში. ამ დროისთვის,  ანაკლიაში კარანტინში 67 ადამიანი იმყოფება.
სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, სასტუმროებში მოთავსებულ მოქალაქეებს სრული კომფორტი აქვთ. მათზე სისტემატიურად ხორციელდება სპეციალისტების მონიტორინგი.

საკარანტინო სივრცეების მომსახურე პერსონალს შესაბამისი გადამზადება ჩაუტარდა, პერსონალი აღჭურვილია შესაბამისი ეკიპირებით.

სახელმწიფო რწმუნებულთან და ზუგდიდის მერთან ერთად საკარანტინე ზონებში არსებულ მდგომარეობას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელმძღვანელი ანზორ ქობალია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნანა ოდიშარია გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები