ზაურ დარგალი: მარნეულში სტაბილური ვითარებაა (ვიდეო)

„მარნეულში სტაბილური ვითარებაა.  მას შემდეგ, რაც  კარანტინი გამოცახადდა, მოსახლეობა ქუჩებში ნაკლებად გადაადგილდება, , – ამის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა.

მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტში სურსათისა და მედიკამენტების დეფიციტი არ არის. ადგილობრივი ხელისუფლება მოხალისეთა ჯგუფთან ერთად, მოქალაქეების დასახმარებლად მაქსიმალურად მობილიზებულია.
ჩვენ დღეს სხვადასხვა განცხადებები გავაკეთეთ,  იმასთან დაკავშირებით,  რომ მოსახლეობა სახლში დარჩეს. მარნეულში არანაირი პრობლემა სურსათთან და მედიკამენტებთან დაკავშირებით არ არსებობს. ხვალიდან ვიწყებთ ხანდაზმული, სოციალურად დაუცველი ოჯახების მომარაგებას სურსათით და პირველადი მედიკამენტებით. ასევე, მოხალისეთა ჯგუფები აქტიურად დაიწყებენ სოფლებში მუშაობას. დღეს ჩვენი და ჯანდაცვის თანამშრომლები იყვნენ ოთხმოც ოჯახში, რომელბსაც ჰქონდათ კონტაქტი იმ ქალბატონთან, რომელსაც დაუდგინდა კორონავირუსი. ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, მხოლოდ ერთს გამოუვლინდა პატარა სიცხე, თუმცა სხვა კლინიკური ნიშნები არ არის. ხვალიდან ვაგრძელებთ მოსახლეობის ტესტირებას. სრულიად სოფლებში შევდივართ, ოჯახებშიც შევალთ. მოსახლეობას ვურჩევ, რომ მაქსიმალურად სახლში დარჩნენ და ყველა გაგებით ეკიდება ამ საკითხს”,- განაცხადა ზაურ დარგალმა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, გავრცელებულ ვიდეოკადრებზეც ისაუბრა, რომელშიც თითქოსდა მარნეულში დღეს მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი მცირე ინციდენტი იყო აღბეჭდილი. მერის განმარტებით აღნიშნული ვიდეო არ შეესებამება სიმართლეს და მასზე 22 მარტს გარდაბანში მომხდარი ფაქტია აღბეჭდილი.
“ეს კადრები არის გუშინდელი. არის გარდაბნიდან და არა მარნეულიდან. მე მივუწოდებ მედიასაშუალებებს რომ ასეთ რთულ ვითარებაში უფრო ობიექტური ინფორმაცია გაავრცელონ მასახლეობისთვის და საზოგადოებისთვის”,- აღნიშნა ზაურ დარგალმა/

შეგახსენებთ, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მკაცრი საკარანტინე რეჟიმი დააწესა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები