ბორჯომის მოხალისეთა ჯგუფი სათნოების სახლის ბენეფიციარებს საკვებს ურიგებს
ბორჯომის სოციალურად დაუცველთა მომსახურების ცენტრის 70 წელს გადაცილებული ბენეფიციარები კუთვნილ სადილს სახლში იღებენ. სოციალური სასადილოთი მოსარგებლეებს ცენტრის თანამშრომლები და მერიის მიერ ჩამოყალიბებული მოხალისეთა ჯგუფი ემსახურება.
გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისა და დამატებითი რისკებისგან დასაცავად იქნა მიღებული და მოხალისეთა ჯგუფი ბენეფიციარებს სადილს ყოველდღიურ რეჟიმში აწვდის.