ბორჯომში სკვერები და სატრენაჟორო სივრცეები სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა

ბორჯომში მასშტაბური დეზინფექციის სამუშაოები გრძელდება. ამჯერად „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ თანამშრომლებმა ქალაქის მასშტაბით, არსებული სკვერები, სატრენაჟორო სივრცეები და სპორტული მოედნები სპეციალური ხსნარებით დაამუშავეს.
დასუფთავდა და დეზინფექცია ჩაუტარდა 9 აპრილის ქუჩაზე არსებულ მინერალური წყლის ბიუვეტს, ასევე მიმდებარე ტერიტორიას, საფეხმავლო ბილიკებსა და აქამდე გარე-ვაჭრობისთვის გამოყოფილ ადგილებს.
ამ დრომდე, მუნიციპალიტეტში საჯარო დაწესებულებებში ჩატარებული სადეზინფექციო ღონისძიებების გარდა, გაირეცხა და სპეციალური ხსნარებით დამუშავდა ავტომოსაცდელები, სანაგვე კონტეინერები და ურნები, ქალაქის მთავარ ქუჩაზე გზის გამყოლი მოაჯირები და ლამპიონები.

მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ზაალიშვილის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მერიისა და ა(ა)იპ სამსახურების ჩართულობით, 24 საათის განმავლობაში, შაბათ-კვირის ჩათვლით, განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობს.
დავით ზაალიშვილის თქმით, ჯგუფი მაქსიმალურად მობილიზებულია და მზადაა საგანგებო სიტუაციაში ყველა დავალებაზე მოახდინონ რეაგირება და გადადგან შესაბამისი ნაბიჯები.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ამოქმედებულია ასევე ცხელი ხაზი (0367) 22-33-55; (0367) 22-44-99; მოქალაქეებს 24 სთ განმავლობაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები