საგარეჯოს მერმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მოსახლეობას მთავრობის რეკომენდაციები გააცნო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ერბოწონაშვილი, საგარეჯოს ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ ლელა ოთარაშვილსა და კრიზისების მართვის ჯგუფის წევრებთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მერმა მოსახლეობას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მთავრობის რეკომენდაციები ადგილზე გააცნო. ასევე, მუნიციპალიტეტის მერმა აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი სპეციალური განცხადებები სოფლის წარმომადგენლებს გადასცა და მოქალაქეებს თავშეყრისგან თავისარიდებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.