ზუგდიდში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოხალისეები ბანკებსა და ღია სივრცეებს აკონტროლებენ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფები ყოველდღიუს რეჟიმში მუშაობს.
მოხალისეები, რომელთაც მონიტორინგს მუნიციპალიტეტის მერის მოაგდილე, კონსტანტინე კაკავა უწევს,  უზრუნველყოფენ: უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთის საკვები პროდუქტის შინმიტანას; საბავშო ბაღებში პროდუქტის დარიგების პროცესში ჩართვას; ბანკებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რიგების გაკონტროლებას; საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი სამუშაოების განხორციელებას.

მოხალისეებმა შესაბამისი რეკომენდაციები ტრენინგზე მიიღეს, რომელიც საქართველოს “წითელი ჯვრის” ზუგდიდის ფილიალის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები